ბრედ პიტი ამჯერად ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრომოუშენისთვის მეხიკოში იმყოფება. 55 წლის მსახიობი მეხიკოში საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა და პაპარაცებმა ის სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს. პიტი თეთრი ფერის პერანგში, შარვალსა და ბოტასებში იყო წარმოდგენილი. ანსამბლს კი ტრადიციისამებრ, კეპი ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ ტარანტინოს ახალ ფილმში ბრედ პიტმა კასკადიორს, კლიფ ბუტს ანსახიერებს, რომელიც ცნობილი მსახიობის, რიკ დალტონის ორეულია.დალტონის როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ორივე გმირი სრულიად შემთხვევით ხდება იმ სასტიკი დანაშაულის მოწმე, რომელსაც ჩარლი მენსონის სექტა ჩაიდენს.