სარა ჯესიკა პარკერი საკუთარ კოლექციას თავად არეკლამებს. ამჯერად 55 წლის მსახიობი ბრენდის SJP by Sarah Jessica Parker ახალი კოლექციის პრომოუშენითაა დაკავებული. ვარსკვლავმა ნიუ-იორკში დაგეგმილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილება, სადაც ახალი კოლექციის კაბები მოირგო.

გადაღებები ქუჩაში მიმდინარეობდა, სადაც პარკერმა ორი ახალი კაბა წარადგინა, მათ შორის იყო ნაქსოვი კაბების კოლექცია. ყველაზე დიდი ინტერესი კი მელნისფერმა ნაქსოვმა კაბამ გამოიწვია, რომელიც იასამნისფერ ფეხსაცმელთან იყო შეხამებული.

სარა ჯესიკა პარკერმა ახალი კოლექციისთვის აქცენტი თბილ, კომფორტულ და ძირითადად, ნაქსოვ სამოსზე გააკეთა.

 

 

მსგავსი თემები