მსახიობი მელანი გრიფიტი ფოტოგრაფებმა მექსიკის ქალაქ ვალე დელ ბრავოში, სასტუმრო Rodavento-ს აუზთან გადაიღეს. მსახიობი საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა. მოგვიანებით მსახიობმა განმარტოება ამჯობინა და ცურვა გადაწყვიტა. ასაკის მიუხედავად, გრიფიტი შესაშურ ფორმაშია.

მსახიობი ვალე დელ ბრავოში ევა ლონგორიას ქორწილზე იმყოფებოდა. ქორწილი კი ლონგორიას მეუღლის ვილაზე გაიმართა და მას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები