“ბევრი ადამიანი სახლში ზის და შიმშილობს, მე მათი ხმა ვარ ახლა”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იმ ადამიანების მხარდამჭერი აქცია გამართა, რომლებიც სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

“ბევრი ადამიანი სახლში ზის და შიმშილობს. ეს ადამიანები ვერ აბიჯებენ საკუთარ თავმოყვარეობას და ვერ გამოდიან, ხელს ვერ იშვერენ და ვერ იწყებენ მათხოვრობას. მე მათი ხმა ვარ ახლა. ჩემი მიზანია, ამ ქვეყნის იმ მოქალაქებს, რომლებიც სხედან სახლში კომფორტულად, ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, დახმარებას ან რამეს, გავაგებინო, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. სამათხოვროდ დავჯექი სპეციალურად აქ, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ხშირად ავიწყდებათ, რომ ამ ქალის, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდა დასასვენებლად, დეკრეტმა მიიყვანა ადამიანები შიმშილის პირამდე. ერთხელ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ეს ქალიც პასუხისმგებელია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

აქციის დროს ზურაბ ჯაფარიძეს ხელში მუყაოს ნაჭერი ეჭირა, წარწერით: “6 დღე არ ვჭამ”. მან აღნიშნა, რომ ეს გამოთქმა ფილმ “12 სკამი”-დან არის და ისეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ქართულად საუბრობს.

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05