LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 წლიდან მოყოლებული, დღე არ გასულა, ამ თემაზე არ მეფიქრა.. ერთმა ბავშვმა მითხრა, დედაშენი მამაშენმა მოკლაო“ – რას ჰყვებოდა მარიკუნა მიქატაძე მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

3278
Untitled design

14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.

ფოტო: „სიყვარულის გოგოა მარიკუნა“ – მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის ფოტოებს აქვეყნებს 

მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. ის 39 წლის იყო.

მარიკუნა მიქატაძე 2010 წელს სტუმრობდა გადაცემას „ნანუკას შოუ“, სადაც წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა. არქივიდან გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ფეისბუკ გვერდი კვლავ ავრცელებს.

მარიკუნა გადაცემაში ჰყვებოდა, რატომ გადაწყვიტა მისი ოჯახის ამბავი საჯაროდ მოეთხრო:

„რაც ეს ამბავი გავიგე, 6 წლიდან მოყოლებული, დღე არ გასულა, რომ მაგ თემაზე არ მეფიქრა. მინდოდა ხალხისთვის მომეყოლა, არა იმიტომ რომ ვინმეში საცოდაობის გრძნობა გამომეწვია“.

წამყვანის კითხვაზე: „ვინ უთხრა, რომ დედა მოუკლა მამამ“, მარიკუნა იხსენებდა:

„ყოველთვის მქონდა კომპლექსი, რომ ჩემი დედა ხნიერი იყო [ბებია მზრდიდა] – ერთხელ ვკითხე, ყველას ახალგაზრდა დედა ჰყავს და შენ რატომ ხარ ხნიერი-მეთქი, მითხრა, დედაშენი აქ არ არის, შენ ძალიან ლამაზი, ახალგაზრდა დედა გყავსო…

ბავშვები ეზოში ვთამაშობდით, მკითხეს, რატომ გყავს ხნიერი დედაო, ვუთხარი,დედაჩემი ახალგაზრდაა და საზღვარგარეთ არის-მეთქი, ერთი ბავშვი შემომიტრიალდა და მითხრა: „არა დედაშენი მამაშენმა მოკლაო“. ისტერიკა დამემართა, ძალიან ვიტირე: სად არის მამა მეთქი. ბებიამ ყველაფერი მიამბო. შინაგანი აგრესია მქონდა მამაჩემზე, რომ დედა მის გამო არ მყავს, მე ასე მომაწოდეს ინფორმაცია.

12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა, ბებიამ მის პანაშვიდზე მაინც გამიშვა – მამაშენი იყო და უნდა წახვიდეო“, – ამბობდა მარიკუნა.

მარიკუნა მიქატაძემ ასევე გაიხსენა, როდის ნახა მამა:

„ერთი შემთხვევა იყო, ეზოში შემოვიდა, ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, შენ ირინას გოგო ხარო? კი-მეთქი, ბებიამ ხმა რომ გაიგო, ფანჯრის რაფიდან ჩამომაგდო. არ მეგონა, რომ მამაჩემი იქნებოდა, ძაძებში იყო ჩაცმული“.

ვიდეო: მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის კადრებს ავრცელებს

ფოტო: როგორ ემშვიდობება უმცროსი გია ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს

„ბოდიშს გიხდი ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ეგ ტკივილით სავსე გული კიდევ ასმაგად გატკინა” – ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძეზე 

ფოტო: „მარიკუნამ 15 წლისამ დაწერა და მე შევასრულე.. ახლაც ჩამესმის მისივე წამღერებული ეს სიმღერა“ – სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძის დაწერილ ლექსს აქვეყნებს

„ცოტა ხნის წინ ღმერთმა მაჩუქა შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე, ყოველი წუთი მახსოვს..არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული“ – ალინა არველაძე მარიკუნა მიქატაძის კადრებს გვიზიარებს

„ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!“ – ნატალია ქუთათელაძე ბავშვობის მეგობარს, მარიკუნა მიქატაძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები