გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 587 551-ია.
ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 2 829-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 551 780-მდე გაიზარდა.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 8 347 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა 24 941-ია.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 76 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 785 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 318-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 32 207 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 341, PCR ტესტით – 12 866.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,81%, ბოლო 14 დღის – 7,61%, ბოლო 7 დღის – 7,32%.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით:
- თბილისი – 869;
- აჭარა – 159;
- იმერეთი – 393;
- ქვემო ქართლი – 151;
- შიდა ქართლი – 143;
- გურია – 61;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251;
- კახეთი – 338;
- მცხეთა-მთიანეთი – 61;
- სამცხე-ჯავახეთი – 64;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.