საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 288-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 623-ს მიაღწია. მათ შორის გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4723 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები რაოდენობა, კვლავ სამია.