LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლება უფასოა

1249
students-at-uppsala-univ-sweden

ბევრ ქვეყანაში, სადაც უმაღლესი განათლება ფასობს, ის არც თუ ისე ხელმისაწვდომია. სტუდენტებს არ აქვთ საჭირო ფინანსები, ამიტომ კრედიტის აღება და მისი მრავალი წლის განმავლობაში გადახდა უწევთ.
თუმცა არის ისეთი ქვეყნები, სადაც უმაღლეს განათლებას სახელმწიფო აფინანსებს და უფრო მეტიც, ზოგან განათლება მთლიანად უფასოც კია.

პირველ ადგილს შვედეთი იკავებს. ამ შესაძლებლობას მოსახლეობის 68% იყენებს და თითოეულ სტუდენტზე სახელმწიფო 20 ათას დოლარს ხარჯავს. ზოგადად შვედეთში 30-მდე უმაღლესი სასწავლებელია და მათ მესამედს უნივერსიტეტის წოდება აქვს. აღსანიშნავია, რომ უფასო განათლების მიღება შვედების გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

რაც შეეხება დანიას, ერთი სტუდენტის ბიუჯეტი 17 ათასი დოლარია და ამ შესაძლებლობას დანიელთა 55% იყენებს. უმაღლეს სასწავლებელთა შორის კოლეჯები, ტექნიკური უნივერსიტეტები და სპეციალიზირებული სკოლებია.

მესამე ადგილი ფინეთს ერგო. სწავლის შესაძლებლობას ახალგაზრდა ფინელთა 69% იყენებს და სახელმწიფო თითოეულ მათგანს 15 ათასი დოლარით აფინანსებს. ფინეთი უფასო განათლებას ევროპელებს და ასევე გაცვლითი პროგრამების სტუდენტებსაც სთავაზობს.

განათლება უფასოა ასევე ირლანდიაში, სადაც ამ შესაძლებლობას მოსახლეობის 51% იყენებს. სახელმწიფო ხარჯი კი თითოეულ სტუდენტზე 16 ათას დოლარს შეადგენს.

ისლანდიის შემთხვევაში სწავლას მოსახლეობის 77% აგრძელებს. ქვეყნის ხარჯი 10 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა ბევრი ისლანდიელი განათლებას სხვა ქვეყანაში იღებს.

უფასო განათლების თვალსაზრისით ნორვეგია ერთერთი გამორჩეულია. ბიუჯეტი 18 ათას დოლარს შეადგენს და ყველა უნივერსიტეტს თავისი საერთო საცხოვრებელი, სასადილო, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა აქვს. სახელმწიფო არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ სტუდენტების დასვენებაზეც ზრუნავს.

დაბოლოს, ლიდერთა სიაშია ჩეხეთიც, სადაც ბიუჯეტი 8 ათასი დოლარია. ქვეყნის ტერიტორიაზე 28 უნივერსიტეტი ფუნქციონირებს და სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები