LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რეკომენდაცია დროის უკეთ დასაგეგმად – ფორტუნა აკადემია

933
zaza-qoiava-fortuna

დროის მენეჯმენტი არის ხელოვნება. როგორ უნდა გამოიყენო და გაანაწილო 24 საათი, მონახო ბალანსი რელაქსაციასა და მუშაობას შორის, საზოგადოებრივ აქტივობასა და პირად ცხოვრებას შორის – “ფორტუნა აკადემიას” ტრენერი ზაზა ქოიავა ესაუბრა.

“ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ყველაზე დიდი ძალაუფლება დროს ეკუთვნის, ის მიდის, გადის, შენ კი თუ დაეწევი და ჩაეტევი წარმატება ახლოს იქნება, ხოლო თუ ვერა, დრო ჩაივლის და წავა, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება რთულია და მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. წარმატებულმა სპიკერმა და მოტივატორმა სტეფან ქავიმ შეიმუშავა წარმატებული ადამიანის 7 ჩვევა, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად და ადამიანებმა მისი პრაქტიკაში დანერგვა დაიწყეს. სწორედ ამ წიგშია მესამე ჩვევა დროის მართვა – სახელწოდებით “გააკეთე პირველ რიგში ყველაზე მთავარი”.

სახელმძღვანელოს გამოშვებიდან რამდენიმე წელში კვლევა დაიწყო, რომელი იყო ამ 7 ჩვევიდან ყველაზე ძნელი პრაქტიკაში დასანერგად და კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მესამე ჩვევა “გააკეთე პირველ რიგში ყველაზე მთავარი”, ყველაზე რთული შესასრულებელი და პრაქტიკაში დასანერგი აღმოჩნდა ადამიანებისათვის. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ ჩაეტიონ მოცემულ დროში და დაგეგმონ ცხოვრება ისე, რომ მოასწრონ პირადი და პროფესიული საქმეები ერთდროულად.

კარგად ჩალაგებულ ჩემოდანში მეტი ნივთი ეტევა. საჭიროა საქმეები დალაგდეს პრიორიტეტების მიხედვით და კონკრეტულ დროებში გაიწეროს. თუ პირველ ჩვევაში წერია “იყავი შენი ცხოვრების მძღოლი და არა მგზავრი,” ხოლო მეორე ჩვევა ასწავლის “გადაწყვიტე სად გინდა მიხვიდე და დახატე რუკა იქ მისასვლელად,” მესამე ჩვევა ამბობს, “მიდი იქ დაბრკოლებების გარეშე და საცობებს უფლება არ მისცე, რომ იქ მისვლაში ხელი შეგიშალოს”.

ბრაიან თრეისს თავის წიგნში – “შეჭამე ბაყაყი” მოცემული აქვს ABCD მეთოდი, რომელის გამოყენებაც საკვანძო მნიშვნელობას იძენს დროს მართვაში და განსაკუთრებით სამსახურეობრივ საქმიანობაში, მისი მიხედვით, საქმეები მნიშვნელობის მიხედვითაა დალაგებული, კერძოდ:

A – უმნიშვნელოვანესი საქმეები, რომლებიც აუცილებლად ჩვენი გასაკეთებელია, რომელთა დელეგირებაც არ შეიძლება და გასაკეთებელ პრიორიტეტებში აუცილებლად სიის სათავეში უნდა იყოს და რომლის შეუსრულებლობაც საზიანო შედეგებს მოიტანს.

B – ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, რომელთა დელეგირებაც მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ და ნდობით აღჭურვილ პირებზე შეიძლება, სხვა შემთხვევაში ისევ და ისევ ჩვენი გასაკეთებელია.

C –  აღნიშნავს ამოცანას რომლის შესრულებაც სასურველია, თუმცა C-ზე კონცენტრირება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა A და B საქმეები უკვე მოგვარებულია, სხვა შემთხვევაში მასზე კონცენტრირება საზიანოა. C საქმის დელეგირება ძალიან სასურველია.

D – პუნქტში არსებული ამოცანები კარგი იქნება თუ მოესწრება და გაკეთდება, მაგრამ მისი შეუსრულებლობით არ მოგვადგება სერიოზული ზიანი და ის მხოლოდ თავისუფალ დროს უნდა გაკეთდეს, D საქმის დელეგირება აუცილებელია.

E – საქმეთა ნუსხა, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ და საერთოდ არაა აუცილებელი რომ გაკეთდეს, ის მხოლოდ დროს გვაკარგვინებს”.

7 რჩევა დროის უკეთ გადასანაწილებლად:

  1. დასახული მიზნები განსაზღვრულ დროში შეასრულეთ, რათა არ გადაიწვათ დედლაინებსა და საქმიან “ხანძრებში”.
  2. ისწავლეთ “არას” თქმა ისეთ საქმეებზე, რომელთაც ადამიანები უთქვენოთაც მშვენივრად გააკეთებენ და უარის თქმის გარეშე თქვენ ამ დროს უმნიშვნელოვანესი საქმე გაგიფუჭდებათ.
  3. ყოველთვის გამოიყენეთ საქმეების კეთებისას ე.წ. A B C D მეთოდი.
  4. გქონდეთ თვითდისციპლინა რათა მოერიოთ მავნე ჩვევებსა და ფიქრებს, რომლებიც საქმეების დაგეგვმა-აღსრულებაში ხელს გვიშლიან.
  5. იძინეთ 8 საათი 24 საათში, ძილის დროს ტვინი ყველა ფიქრს და საქმეს თავის “უჯრაში” ალაგებს.
  6. არავინაა ვალდებული თქვენი საქმეები აკეთოს, დრო დაგიგეგმოთ, მიმართულება მოგცეთ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ, დღეს და ახლავე, რაც უფრო მეტს გადადებთ, მით მეტად დაზარალდებით და ჩამორჩებით.
  7. გახსოვდეთ თქვენ გაქვთ დროის 100% და საქმეთა 100%, ოცი პროცენტი თქვენი საქმეებისა მოგცემთ ოთხმოცპროცენტიან უკუგებას, ამიტომაც გამოყავით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა 20% და დაუთმეთ მას თქვენი დროის 80%-ი, დანარჩენს ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს დროის 20%-იც ეყოფა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები