გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდა მომღერალი დოდონა ნამორაძე, რომლის ვიდეობი ხშირად იპყრობს სოციალურ ქსელს, მათ შორის მისი შესრულებული სიმღერები შუშის ხიდიდან.
„მთელი ჩემი ოჯახი მუსიკოსები არიან. ათი წლის ასაკიდან ვმღერი.
21 წლის ვარ, დაახლოებით, 15 წელია კლასიკოსი პიანისტი ვარ და ვერავის წარმოედგინა, რომ ჯაზ-როკში გადავიდოდი.
დავამთავრე მუსიკალური სკოლა, მაგრამ ახლა ფორტეპიანოზე აღარ ვუკრავ.
დაახლოებით, სამი წლის წინ, მე და ჩემი მეგობარი მივედით შუშის ხიდზე და იქ ვნახეთ, იოსებ ახალკაციშვილი, ვინც ვიდეოშიც ჩანს უკრავს, ძალიან კარგი მომღერალია, რომელსაც ასე შორიდან 6 თვე ვუსმენდით.
ერთ დღესაც მივედი და ვუთხარი ეს სიმღერა დამიკარი-თქო.
?‼ვინ არის გოგონა შუშის ხიდიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს
??? ,,7 სამსახური მაქვს, ქართლის დედა და ნარიყალა მაძლიერებს, ასე ვერსად ვერ ვმღერი, როგორც იქ”- დოდონა ნამორაძე
??გოგონა შუშის ხიდიდან
გადაცემის ავტორი: @Meriko KartoziaPosted by სიკეთე მარტივია • Sikete Martivia on შაბათი, 08 ოქტომბერი, 2022
თითქმის ყოველ საღამოს მივდივარ შუშის ხიდზე.. უბრალოდ, რაც მიყვარს იმას ვაკეთებ, მივდივარ იმისთვის, რომ მე ვისიამოვნო და ვასიამოვნო ხალხს, თორემ 7 სამსახური მაქვს..
ჩემი ბიზნესი მაქვს, ტურისტული. ასევე, ვმუშაობ აფრიკელ სტუდენტებთან, საქართველოში სასწავლებლად ჩამომყავს. ინგლისურს, ფორტეპიანოს, სიმღერას ვასწავლი.. ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაქვს გრანტი, ამიტომ ამასაც სამსახურად ვთვლი.
როდესაც ადამიანი მოდის ამ მშვიდობის ხიდზე, იმიტომ ჩერდება, რომ უნდა ჩემი მოსმენა და არა იმიტომ, ეს ვალდებულებაა..
ქუჩა არის ყველაზე დიდი სცენა, რატომ ვმღერი მაინცდამაინც ამ ადგილას? ვუყურებ ქართლის დედას და ნარიყალას, ვგრძნობ საქართველოს ძალას, ასე ვერსად ვერ ვმღერი, როგორც იქ“, – აღნიშნა მომღერალმა.