LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 შესანიშნავი ფილმი, რომელიც წელს „ოსკარის“ ნომინაციის გარეშე დარჩა

673
page

ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ წარადგინა ნომინაციები სხვადასხვა კატეგორიებში, სადაც იყო ბევრი სიურპრიზი და მოულოდნელობა. მათ შორის, ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ფილმი, რომლებსაც კინოკრიტიკოსები უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ. აი რამდენიმე მათგანი:

„ოსკარი“ 2022-ის ნომინანტები დასახელდნენ 

როგორ ფიქრობთ, ვინ მიიღებს „ოსკარს“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის? – რეიტინგში პირველი კრისტენ სტიუარტია 

,,მოდი მოდი”

ეს გახლავთ მაიკ მილსის არაჩვეულებრივი ფილმი რადიოს ჟურნალისტის ცხოვრებაზე, რომელიც დასთან ლოს-ანჯელესში სტუმრად ჩადის და ხოაკინ ფენიქსის გმირს სთხოვს, დაიტოვოს თავისი ცხრა წლის ვაჟი, სანამ ის მივლინებით ოკლენდში გაემგზავრება. ფენიქსის გმირი გადაწყვეტს, 9 წლის ბიჭს ამერიკა მოატაროს და სწორედ ეს მოგზაურობა საბოლოოდ ცვლის მის ცხოვრებას. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფილმი მინიმუმ მთავარ კატეგორიებში იქნებოდა ნომინირებული ,,ოსკარზე”, თუმცა ამაოდ.

,,წითელი რაკეტა”

ეს გახლავთ შონ ბეიკერის ფილმი, სადაც მთავარ როლს საიმონ რეკსი ასრულებს. ფილმის გმირი პორნოვარსკვლავია, რომელიც ცდილობს საქმეს შეეშვას და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში ჩადის. იქ მისი დანახვა არავის უნდა, ამიტომ მთავარი გმირი გადაწყვეტს, თავის პროფესიას დაუბრუნდეს და ამაში მას ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველი ეხმარება.

,,იდენტობა”

რებეკა ხოლის დრამა, სადაც მთავარ როლებს ტესა ტომპსონი და რუტ ნეგა ასრულებენ. ფილმი უახლოესი მეგობრების ისტორიას გვიყვება, რომლებიც წლების შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან და გადაწყვეტენ, განახორციელონ ძველი ოცნებები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

,,ცივსისხლიანი შურისძიება”

ფილმი ორი მეგავარსკვლავის, უილიამ დეფოსა და ოსკარ აიზეკის მონაწილეობით. ფილმის მთავარი გმირი ყოფილი სამხედროა, რომელიც ამჯერად აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ერთხელაც მასთან ძველი მეგობარი ბრუნდება და წარსულის გამო, შურისძიებას სთავაზობს.

,,ბერგმანის კუნძული”

ეს გახლავთ მია ხანსენ-ლევის არაჩვეულებრივი ფილმი კინემატოგრაფებზე, რომლებიც შვედურ კუნძულ ფორეზე მიემგზავრებიან. სწორედ აქ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე ლეგენდარული ინგმარ ბერგმანი.

,,ჩუმი ადგილი 2″

ჯონ კრავინსკის ცნობილი ფილმის მეორე ნაწილი, სადაც მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს. ეს გახლავთ ძალიან დაძაბული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სადაც მოვლენები წინა ფილმის თანმიმდევრულად ვითარდება.

,,ცხრა დღე”

ედსონ ოდის ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის, უილის შესახებ გვიყვება, რომელიც ორ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები