გუშინ „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია გავრცელდა და ცხადია, საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია მთავარმა კატეგორიებმა, მათ შორის ვარსკვლავურმა ხუთეულმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
„ოსკარი“ 2022-ის ნომინანტები დასახელდნენ
აქ ერთმანეთის კონკურენტები არიან ნიკოლ კიდმანი ფილმიდან „იყო რიკარდო“, ჯესიკა ჩესტეინი ფილმით „ტემი ფეის თვალები“, ოლივია კოლმანი ფილმით „დაკარგული ქალიშვილი“, პენელოპა კრუსი ფილმით „პარალელური დედები“ და კრისტენ სტიუარტი ფილმით „სპენსერი“. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი ნომინაციაა და კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წელს სწორედ სტიუარტია ამ კატეგორიის ფავორიტი. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ლედი გაგა ფილმიდან „გუჩის სახლი“. არადა ის ყველაზე რეალურ კანდიდატთა შორის სახელდებოდა.