LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

419
policia

მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

შსს-მ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ მოზარდი ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს ორივე ბარძაყის მოტეხილობა აქვს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები