LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი მეუღლის ნათესავები – 4 პირი, მათ შორის 8 თვის ბავშვი დაჭრა

1136
unnamed

Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. როგორც Jnews-ი წერს, 4 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ჭრილობით გადაყვანილია ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში. მათი ცნობით, ბავშვს, ერთ კაცსა და შუახნის ქალს დანით სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები აქვთ მიყენებული. ხოლო ასაკოვანმა ქალმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა ის შოკურ მდგომარეობაშია.

Jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 11 დეკემბერს მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, შუახნის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, ყოფილი მეუღლე კი მშობლების სახლში ცხოვრობდა. 40 წლის კაცი ყოფილი მეუღლის მშობლების სახლში შეიჭრა, მათ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

“ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას და დამატებითი დეტალების გარკვევას.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოთავაზებთ.

 

მასალა განახლებადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები