72 წლის რიჩარდ გირი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გამოჩნდა პაპარაცებთან. ფილმის „ლამაზმანი“ ვარსკვლავი ფოტოგრაფებმა ნიუ-იორკის რესტორანთან მაშინ გადაიღეს, როცა ის 39 წლის მეუღლესთან ერთად ხელჩაკიდებული სავახშმოდ მიემართებოდა.
რიჩარდ გირი შავ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, ხოლო ალეჰანდრა – ლურჯ კაბაში.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა და ალეჰანდრა სილვამ 2018 წელს იქორწინეს. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.