LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს – აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირი

107
ომი

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს და ათასობით ლეიტენანტისა და კაპიტნის დაკარგვის გამო, მისი სარდლობის ჯაჭვს უჭირს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, ასევე ასობით პოლკოვნიკი და ბევრი რუსი გენერალი დაიღუპა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინამ 100-ზე მეტი მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე გაანადგურა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები