LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ სიმართლე არაა – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლის გატაცების თაობაზე, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დეტალებზე

420
მაიკლ სესირი

ჰელსინკის კომისიის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, მაიკლ სესირი, აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ ეს სიმართლე არაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ან დაუსჯელობის გაუტეხელი კულტურა, რომელიც სათავეს იღებს საბჭოთა პერიოდიდან, იშვიათად არის დისკუსიის საგანი და კიდევ უფრო ნაკლებად ხდება საჯაროდ კითხვების დასმა”, – წერს სესირი ტვიტერზე.

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები