ეთანხმებით თუ არა უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ ახლა აქვს დრო საქართველოს დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები,- ასეთი კითხვა დაუსვა უცნობმა, გია გაჩეჩილაძემ “უცნობის კიდობანში” გადაცემის წამყვანის ამპლუაში ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფ ზურა ჯაფარიძეს, რაზეც ასეთუ პასუხი მიიღო: “კი, საქართველო ახლა უნდა ითხოვდეს, გაა*ვას რუსეთმა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან”.
გია გაჩეჩილაძე ამტკიცებდა, რომ მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის მოწოდება არასწორია, ზურა გირჩი ჯაფარიძე ირწმუნებოდა, რომ საქართველომ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს უკრაინასთან ერთად.
ჯაფარიძემ გია გაჩეჩილაძეს თავისი ძმის ლევან გაჩეჩილაძისა და “საპარტნიორო ფონდის” ურთიერთობა გაახსენა და 7 მილიონ ლართან დაკავშირებით.
დიალოგი მწვავე კამათში გადაიზარდა.