LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

114
1428568747211092

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g