LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა ვნახოთ, ვისი გავა – ნათელაშვილი პარლამენტთან მჯდომარე უვადო აქციას აანონსებს

132
1528706024906771

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ტაქსისტების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყება.

მისივე თქმით, “მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას” პარლამენტთან 18 აპრილიდან გეგმავენ.

“თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე, იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომელთა მიზანია განდევნოს თვითდასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს, 18 აპრილს, დღის 3 საათზე პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას, საყოველთაო გაფიცვით, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც მამულისათვის გული უძგერს. აბა ვნახოთ, ვისი გავა,” — აცხადებს ნათელაშვილი.

ტაქსის მძღოლები მოითხოვენ ქალაქის მერმა უარი თქვას დაწესებულ რეგულაციებზე. მათ ამ მოთხოვნით თბილისში აქცია გამართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები