LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის გარეშე შეეძლებათ: რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი

111
67463361-2276708812377179-7403631587956359168-o

მთავრობის გადაწყვეტილებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადეების მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

გახარიას განმარტებით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს. კონდიციონერი კი იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს ასცდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან დისტანცია იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები