LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

165
Untitled design (2)

დღეს, 4 მარტის 10:00 საათზე, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge.

რეგისტრაციის დეტალურ ვიდეოინსტრუქციას იხილავთ აქ.

„აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  2024  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ – წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები