LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ბერიძე: „მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს…“

1478
აჩიკო ბერიძე ყოფილ მეუღლესთან ერთად

„ალილოს“ წევრი აჩიკო ბერიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს განქორწინებისა და ყოფილი მეუღლის შესახებ:

„განქორწინებულები ვართ. მე და ნუცას ორი შვილი გვყავს. საკმაოდ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ყველაფერში ვთანხმდებით. მათთვის მშობლების განშორება რთული იქნება ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ვცდილობთ, ყველაზე ნაკლებად შვილებს შეეხოთ ეს ამბავი. ჯერჯერობით გამოგვდის და იმედია, ბოლომდე ასე იქნება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანები შვილები არიან და მინდა, ჯანმრთელები და ნორმალური ფსიქიკის ადამიანებად გაიზარდონ.

რას ამბობენ, როგორი მამა ხართ?

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს შვილების მიმართ. დღე არ გავა, არ მოვიკითხო, ძალიან დეტალურად ვარ ჩართული ყველაფერში. უბრალოდ, ერთად არ ვიძინებთ ხშირად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხან სად ვარ და ხან სად. როცა აქ ვარ, თავისუფალ დღეებში ერთად ვართ, ჩემთანაც რჩებიან და ზაფხულს ველოდები განსაკუთრებულად, ქალაქგარეთ გამყავს და მთელი სამ თვეს ერთად ვატარებთ ხოლმე…“

აჩიკო ბერიძე: „ჩემი ქორწინება დამთავრდა, ეს ჭრილობა ჯერ ახალია…“

რატომ არ მობეზრდა „კახეთოს“ შესრულება აჩიკო ბერიძეს: „სიმღერამ გადამარჩინა, ყველანაირი გაგებით…“

აჩიკო ბერიძის სულისშემძვრელი ამბავი ქართველ ემიგრანტებზე: „შუა სიმღერის დროს დარბაზიდან ისეთი ტირილის ხმა მოგვესმა, სიმღერა ვეღარ გავაგრძელე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები