LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-ის პროექტების ღირებულება საქართველოში $4 მლრდ-ს შეადგენს

45
adb (2)

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, რომელთა ღირებულება დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 4 მილიარდი აშშ დოლარია.

“ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა ADB-ის გადაწყვეტილება – საქართველომ 2024 წელს უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები