საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ის შანაი ბრუკის მკვლელობისთვის, ერთი პირის დაკავების საკითხზე, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია გამოეხმაურა, რომლის თანახმად, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
“დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას…
ახლა კარგად მომისმინეთ!
“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.
თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.
აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია.
ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას”,-წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.