LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ხუმრობა მეგონა, უნდა დაადგინონ ვინ და როდის უკბინა.. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიციელზე თავდასხმასთან შემხებლობა არ აქვთ“

179
Untitled design

„არც ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს,შემხებლობა არ აქვს ძალადობასთან და პოლიციელზე თავდასხმასთან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების ფონზე გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს რაიმე სახის რისკი ჰქონდეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ:

„როგორც იურისტი, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ, მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის, იოტისოდენა რისკი ჰქონდეთ, სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს პარალელურად გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ, პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ერთ-ერთ პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ეს თავიდან ხუმრობა მეგონა. უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის, უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ეს მოტივაცია. არც ერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასთან და პოლიციელზე თავდასხმასთან.

არავითარი ძალადობის ელემენტები არ არის. ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პროვოცირებული ქმედება პოლიციის მიერ, რასაც მათიუკანონოდ დაკავება მოჰყვა, მრავალწუთიანი ვიდეო, სადაც ცდილობენ ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების დაკავებას, გასაგებია, როდესაც უკანონოდ გაკავებენ, კონსტიტუციური უფლება გაქვს, რომ გაეცნო, რატომ გაკავებენ და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიო“,- თქვა ადვოკატმა.

ცნობისათვის, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

„ურთულესი წელი გველოდება.. თურმე, შეიძლება ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერაფერს ხედავდეს, თუ ამ ყველაფრის წინაშე კითხვა გიჩნდება – შენ ხარ დამნაშავე“ – დოლიძე გლდანის ინციდენტზე

მელია და ხაბეიშვილი ვერ გამოიძიებენ პოლიტიკურად ვერც ერთ დანაშაულს, ამას გააკეთებს ხელისუფლება კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით – თალაკვაძე

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g