LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს

168
მელიაზე თავდასხმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, ოპოზიციონერებზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა.

„მთავარი არხის“ ცნობით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

მანამდე სასამართლო პროცესზე გამოკითხეს დაზარალებულები, ჯაბა ზარასპაშვილი და დათო დანელია.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია განახლებადია.

გამოკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, თუმცა დანელიამ თქვა, რომ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.

„40 ან ორმოცზე მეტი დაახლოებით [ადამიანი იყო] თავი მტკივა, არც მინდოდა მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლებლოდა, რომ არ მოვსულიყავი. გათიშული მე ვიყავი, მანქანასთან რომ ვგდივარ“. – თქვა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი ეპირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე

გამომძიებელი: „ნიკა მელია საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს“

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები