LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

149
Untitled design (1)

22 სექტემბერს, გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

ხაბეიშვილი: „ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს“

mazda magti 5g