Black Sea Arena–ზე Aerosmith–ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 9 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge–ზე ან tkt.ge–ზე იქნება შესაძლებელი.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 40 ლარიდან დაიწყება – სწორედ ამ ფასად შეეძლებათ ეტლით მოსარგებლეებს ბილეთების შეძენა. მათთვის სპეციალური ზონა იქნება გამოყოფილი.

რაც შეეხება დანარჩენ ზონებსა და ფასებს:  გოლდენ რინგში ფეხზე დასადგომი ბილეთების ფასი 50 ლარია;  მესამე იარუსზე ბილეთები (31-39 სექტორები) – 50 ლარი ღირს; მეორე იარუსზე (21-29 სექტორები) -100 ლარი; პირველ იარუსზე (11-16 სექტორები) ბილეთების შეძენა 200 ლარად შეგიძლიათ, ხოლო ვიპ ზონაში განთავსება (VIP 1, VIP 2.1, VIP 2.2) – 400 ლარი ღირს.

ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი სექტემბერში 20 მაისს გაიმართება. Black Sea Arena–ზე სეზონი სწორედ Aerosmith–ის კონცერტით გაიხსნება.

მსგავსი თემები