LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

50211491_377101133118721_3895316934090031104_n

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვი აფეთქების ადგილიდან იმედის კლინიკაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მიიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“9-ის ნახევარზე მოიყვანეს, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. გული გაჩერებული იყო, აღინიშნებოდა  ტვინის დაზიანება. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, შემდეგ დეფიბრილაციის ფონზე, ისევ გაჩერდა და მისი აღდგენა ვერ მოხერხდა,” – განაცხადა ბავშვის მკურნალმა ექიმმა.

იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 6 ბავშვი გადის, მათი მდგომარება მსუბუქია, საყურადღებოა მხოლოდ ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g