LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კონტროლს ამკაცრებს – მიზეზი კორონავირუსია

138
26236174-1820298301337418-1139217620-o-1514924188-1920x1080

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით გამოიცა დებულება, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში შემოსული ყველა მოქალაქის შემოწმებას. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური და რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საზღვარზე გამკაცრებულია ზომები, ადგილზე ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის მსურველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. აფხაზური მედიის ცნობით, ხდება მოქალაქეების ტემპერატურის გაზომვა უკონტაქტო თერმომეტრით. მედიკოსების ჯგუფი, რომელიც ადგილზე იმყოფებიან, ახდენენ მოქალაქეების ვიზუალურ დათვალიერებას.

ე.წ. საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მიზეზად დე ფაქტო მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს, რომელიც მათივე განმარტებით შესაძლოა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოვიდეს.

რუსულ გამოცემა “სპუტნიკ აბხაზია.რუ” -სთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ექიმი კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელი იყო. ის ვარაუდობს, რომ გასულ წელს აფხაზეთში გამოვლენილი ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებიც, სწორედ საქართველოდან შემოსულმა მოქალაქეებმა გაავრცელეს.

რა შემთხვევაში აღიარებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

გამოცემის მიხედვით, არაღიარებულ რესპუბლიკაში ამ დროისათვის 184 მცირეწლოვანი მკურნალობს გრიპის ვირუსით. აქვე არის ცნობა იმის შესახებ, რომ პაციენტები “ა” და “ბ” ტიპის გრიპის ვირუსული ინფექციით გადიან მკურნალობას. იგივე ტიპის ვირუსით 16 ზრდასრული მოქალაქე იმყოფება სამედიცინო დაწესებულებებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები