LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში ჩავალთ“ – სოფო ჯაფარიძე

158
ing

მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, 21 იანვარს ექიმების ჯგუფი ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში ჩავა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ექიმების გუნდი მზად არის, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს“.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უამრავი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ადგილი აქვს ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვის ფაქტებს. ვერ ხდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება.

ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად , მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

კვირას, 21 იანვარს, 12:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც ენგურს მიღმა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე მწვავედ დგას.

ჩვენი ექიმების გუნდი მზად არის შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ყოფა.

ჩვენი მიზანია გაგრძელდეს კომუნიკაცია ექიმებთან აქციის შემდეგაც, რადგანაც როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანდაცვა სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში. გელოდებით სოფელ რუხში, კვირას, 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე, ჩვენ ვართ ერთნი და ეს ერთობა ენგურის ხიდთან ჩვენი უპირობო მხარდაჭერით კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ“, – თქვა სოფო სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები