LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში აღიარებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

159
76964902-588324145299522-9050516022850748416-n

საქართველოს კონსტიტუციაში ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება ორ პირობას უკავშირდება: პირველი – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნას და მეორე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებას. ეს უკანასკნელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა) უკვე განხორციელდა. ხოლო პირველი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნა“, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენას ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ დაარეგისტრირა, არც მმართველი პარტია ჩამორჩა და საკუთარი კანონპროექტიც იმ დღესვე, სასწრაფო წესით ოფიციალურად გააფორმა.

მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტების მთელი ომი გამოცხადდება, ვინაიდან საარჩევნო მოდელის ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ინიციატივა უნდა განიხილონ.

ქართული საზოგადოების ნაწილი, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოდის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, რომელსაც მთავრობა ჯერ დაგვპირდა და მერე დაპირება უკან წაიღო. მმართველი პარტიიდან კი საპასუხოდ, ორპალატიანი პარლამენტის შექმნისა და სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მუქარა მივიღეთ.

შესრულებული თუ შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებები – რას მოვეკიდოთ გაგებით?

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ჯერ ბიძინა ივანიშვილის „სურვილის“ წინააღმდეგ წავიდა, პარლამენტში პროპორციულ არჩევნებს მხარი არ დაუჭირა, ხოლო მოგვიანებით, უფრო შორს წავიდა და სრული მაჟორიტარული სისტემის ინიციატივით მიმართა პარლამენტს. არც საზოგადოებაში გასვლის ერიდება.

მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვთ – რას ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე

მის კანონპროექტს 200 000 ხმა სჭირდება. ხუნდაძე ამბობს, რომ მოსახლეობის დარწმუნებას შეძლებს, ხალხში გავა და აუხსნის ინიციატივის აუცილებლობას ქვეყნის განვითარებისთვის. შემდეგ კი მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის თანხმობაღა დასჭირდება.

დიმიტრი ხუნდაძეს ამ ეტაპზე მხოლოდ 10-მდე დეპუტატი უჭერს მხარს, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

დღეს, ბიუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.

კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს სპეციალური ფორმები გადაეცემათ, რის შემდეგაც აღნიშნული ჯგუფი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა და ორპალატიანი პარლამენტის შექმნა ნიშნავს თუ არა ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?! აღნიშნული თემა წინა მთავრობების დროსაც იყო აქტუალური, თუმცა გარკვეული და ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზების გამო ინიციატივას გაგრძელება არ მოჰყოლია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით:

  1.  პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“ – საქართველოს კონსტიტუცია კანონი №2071 მუხლი 37.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არ იცოდეს, ან თვალი მაინც არ ქონდეს გადავლებული, ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტი ჯიუტია.

წელიწადზე ნაკლები დრო რჩება არჩევნებამდე, ჩვენ კი ჯერ კიდევ ვერ გაგვირკვევია რა ფორმით და სისტემით ჩავატაროთ პროცესი. ოპოზიცია აქციებს, პიკეტირებას, შიმშილობას და სხვა საპროტესტო აქტივობას გეგმავს, ხელისუფლება კი, რაც გვაქვს იმის წართმევითაც იმუქრება.

 

ასევე ნახეთ:

პიკეტი და აქციები გაგრძელდება – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

“პიკეტირების აკრძალვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს” – დემონსტრანტები პიკეტირებას გეგმავენ

„პოლიცია შემდგომშიც გააკეთებს იგივეს” – გიორგი გახარია სხვა აქციების დაშლასაც აპირებს

“ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ სიცივეში როგორ შეიძლება” – ვახტანგ გომელაური საპროტესტო აქციებზე

 

mazda magti 5g