LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პიკეტირების აკრძალვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს” – დემონსტრანტები პიკეტირებას გეგმავენ

191
74438323-592992768111206-8564040947136987136-n

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. როგორც დაანონსებული იყო, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 7 საათზე დაიწყება.

დამონსტრანტები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პიკეტირება კანონიერია.

“კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბლოკირების აკრძალვას, პიკეტირების აკრძალვა კანონმდებლობაში არ არის. ამიტომ, მოქალაქეებს აქვთ პიკეტირების უფლება, პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს დაუფიქსირონ თავიანთი პოზიცია და მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ტყუილების მიმართ. ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივმართავთ, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები