LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გერმანული მოდელი” პარლამენტში დარეგისტრირებულია (ვიდეო)

240
parlamenti

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული და მიღებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შეცვლას ე.წ. გერმანული მოდელით, დღეს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა. საკანონმდებლო ცვლილება რომან გოცირიძემ და სერგი კაპანაძემ წარადგინეს. საპარლამენტო ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მათ მიერ შეთავაზებულ პროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ვინაიდან ეს იქნება იმ კრიზისიდან გამოსავალი, რომელში ახლა ქართული საზოგადოება იმყოფება.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული ინიციატივა არის “ნაციონალური მოძრაობის მოდელი” და მას მხარს არ დაუჭერენ, რადგან ეს ემსახურება ქართული სახელმწიფოს დამხობას. ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს დრო გაწელოს, რომ პროცესებმა გადაინაცვლოს ქუჩაში.

გაერთიანებული ოპოზიცია მთავრობას ახალ საარჩევნო მოდელს სთავაზობს(ვიდეო)

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტი დეპუტატებმა მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. საშემოდგომო სესიის დასრულებამდე 20 დღე რჩება და იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივას კვლავ ჩააგდებს, ოპოზიცია ისევ აქციების გაგრძელებას აპირებს.

mazda magti 5g