LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებული ოპოზიცია მთავრობას ახალ საარჩევნო მოდელს სთავაზობს(ვიდეო)

182
a73439-big

გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს. ოპოზიციამ შეიმუშავა ახალი საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ეფუძვნება “გერმანულ მოდელს” და მათივე განმარტებით სრულად მოდის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. შეხვედრა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაიმართა და ოპოზიციამ იმსჯელა საარჩევნო სისტემის იმ პუნქტებზე, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების  და პროპორციული შემადგენლობის შენარჩუნებას გულისხმობს.

სხდომის დასრულების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძემ გააცნო მედიას და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტით ისინი მარტივ გამოსავალს სთავაზობენ ხელისუფლებას და აღნიშნული დოკუმენტი გადეცემა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად. ვაშაძის განმარტებით, ინიციატივის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტში მხოლოდ 76 ხმა.

 

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს  და პიკეტირებას არ შეწყვიტავს მანამ, სანამ მთავრობა არ გაითვალისწინებს ხალხის და ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს.

 

magti 5g