მომღერალი ლელა წურწუმია ახალ კლიპზე მუშაობის კადრებს საზოგადოებას უზიარებს. მომღერალი ამბობს, რომ სიმღერაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იგეგმებოდა კლიპის გადაღება და სპეციალურად კაბაც შეიქმნა, მაგრამ სხვადასხვა პრობლემის გამო, გადაღებების დაწყება მხოლოდ ახლა მოხრრხდა.
ლელას თქმით, ხშირად მის სიმღერებს ირინა სანიკიძეს ანდობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად მაია კაჭკაჭიშვილმა უთხრა, რომ სიმღერა მას უნდა შეექმნა.
„თავად სიმღერის ტექსტი ჩემს ცხოვრებასთან თანხვედრაში არაა“, – განმარტავს მომღერალი.
ლელამ წურწუმიამ ისაუბრა, რომელი კლიპის გადაღება გაუჭირდა ყველაზე მეტად.
ლელა ამბობს, რომ „ერთი სიყვარულის ამბის“ კლიპზე მუშაობა იყო, ყველაზე რთული, რადგან მაშინ მარიკოზე იყო ორსულად.