LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას-საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე აქტივისტებზე“ – ორგანიზაცია სუსის განცხადებას პასუხობს

132
გიორგი მელაძე

„აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას-საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ“, – ამის შესახებ ნათქვამია „კანვას-საქართველოს“ განცხადებაში, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.

ამავე განცხადების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

„ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“.

„მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მონაწილეობდა.

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის“ წევრები, სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა.

აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას-საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g