LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

153
Untitled design (5)

„არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება მზაკვრული გეგმების – სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით პირდაპირ მტრობას ასახავს“ – კალაძე სუსის განცხადებაზე

მთავრობის მეთაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს–ის განცხადება შემაშფოთებელია.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება ქვეყანაში არეულობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას ამის თაობაზე ვაცნობეთ და გავამხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ და ანტიეროვნულ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ვნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა არის უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოდიან, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს.

ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

ალბათ, ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, ანალიზს ვერ უკეთებენ. უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან ჩარჩენილი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია.
ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი“, – განაცხადა პრემიერმა.

პაპუაშვილი: „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში.. ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g