LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

155
„თავისუფლების“ ფოტოა - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება?“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სუსის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა და თქვა, არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს არ დაუშვებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სცენარი არის არეულობა, რევოლუცია, საბოლოო მიზანი კი მეორე ფრონტი, რასაც 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი, ვერ მიაღწიეს:

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს“ – კალაძე

„ვუყურე სუსის ბრიფინგს. გახსოვთ, რომ ეს ადამიანები თავიდან ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები და რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია.

მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAD-ის მიერ ასეთი ტრენინგი,რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება.

ჯერ იყო, აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა ვხედავთ ისეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე.

სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული.

სცენარი რა არის – არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა მას აქვს შენარჩუნებული.

პაპუაშვილი: „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში.. ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში“

აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. გავიმეორებ, განსაკუთრებით, სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAD-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუფრთხილდებით ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ამ ქვეყანას არავის არ ავარევინებთ. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალა“: პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g