LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს“ – კალაძე

150
კახა კალაძე

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს – ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს პირდაპირ რუსეთიდანაა ნაკარნახევი და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან – ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“ – მამულაშვილი სუსის განცხადებაზე

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოსახლეობის ხარჯზე.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძის მოსაზრებით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ „ლობისტებსაც“ მოუწევთ, რომლებიც „ქართულ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად აქეზებენ“.

„ძალიან ბევრია ცხადი, ჩვენ პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ აღნიშნულთან დაკავშირებით, პირდაპირ ქმედებებსაც ვაკვირდებოდით, ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანონ.

დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, იმიტომ, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დათმობს და გაატარებს სხვა კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე.

არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს „საზარბაზნე ხორცად“, საქართველო არ იყიდება, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თუ ასე შემდეგ. საქართველო არ და ვერ გაიყიდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„ხალხის ძალა“: პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვა

მისი მოსაზრებით, მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების (სუსი) მისამართით, ვინც აღნიშნულზე განცხადებები გააკეთა.

„ეს მიზანმიმართულად ხდება, ცდილობენ გააუფერულონ აღნიშნული განცხადება, ისევ მოგვევლინებიან ხოლმე, რომ ასეთ რამეს „როგორ იკადრებენ და გაბედავენ“.

„ოცნებამ“ უთხრა სუსს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი, დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო – სუსმაც ამოღერღა „ნაცები“ და უკრაინელები გადატრიალებას ამზადებენო“ – ელისაშვილი

ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის პასუხს. როდესაც ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, გაიხსნეთ მათი წარსული, ვინ არიან ეს ადამიანები. ადამიანი, როდესაც პოლიტიკაში ხარ და ასეთ რაღაცას იკადრებ…

დავიწყოთ ოჯახები გაუბედურება, რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესის მიმართ რა ხდებოდა, ციხეებში პატიმრების დამცირება მიმდინარეობდა, მანქანებზე გადასკოჩილებს აუპატიურებდნენ. როდესაც ამას კადრულობ და ამის გამკეთებელი ხარ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელი ხარ.

რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სუსის დღევანდელ განცხადებაზე: „ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“

ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი რომ იყო, ამას არ აკადრებდი არც ქვეყანას და არც მოსახლეობას.

დღეს ისინი იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, სადაც დღეს ჩვენი მოსახლეობამ მიუსაჯა, თუ ვინმე გაბედავს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციის მოწყობას, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან“. – განაცხადა კახა კალაძემ.

სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g