„ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას.
„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან.
„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია - ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე
„ჯერ იყო, აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა.
ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც ამ ორგანიზაციის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება და ველოდებით ახსნა-განმარტებებს ამასთან დაკავშირებით“. – განაცხადა კახა კალაძემ.