LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აგინა, სახეში გაარტყა, შემდეგ ცეცხლი წაუკიდა და უყურებდა როგორ იწვოდა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

129
pjimage

1996 წელს დაბადებულ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 30 ივნისს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორი, ლაშა გამყრელიძე აცხადებს, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა. ცეცხლმოკიდებული გოგონა მამაკაცმა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

თბილისში 23 წლის გოგონას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

“მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართსადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

გოგონა, რომელსაც ბიჭმა ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციაშია მოთავსებული

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

შალვა გოგოლაძეს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

გოგოლაძეს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორია გოგონას მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები