LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესია, ძალადობა, შიში, დეპრესია და გაუმაძღრობა ადამიანზე შხამივით მოქმედებს – რეზო კორინთელი

310
revazkorintelinewsst

„აზროვნების აკადემია“ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ცნობილი ფსიქიატრის, რეზო კორინთელის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც ფსიქოლოგიური საწამლავის ცნებაზე საუბრობს:

„არსებობს ფსიქოლოგიური საწამლავის ცნება, რომელიც ფიზიკურ საწამლავზე არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს. ამიტომ საჭიროა ფსიქოეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრება. არსებობს ზიანის მომტანი ფაქტორები, რომლებიც აბინძურებენ ფსიქოლოგიურ გარემოს, ესენია: აგრესია, ძალადობა, შიში, დეპრესია, გაუმაძღრობა და ყველა ფორმის ეგოისტური სურვილი, რომელიც შხამივით მოქმედებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური საწამლავი არამარტო გარეთ, არამედ ჩვენშიც არსებობს. ამიტომ, ისინი შიგნიდანაც უნდა ამოვძირკვოთ“, – ამბობს რეზო კორინთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები