ცოტა ხნის წინ, დედოფალმა ლეტიციამ შვებულება ოფიციალურად დაასრულა და საკუთარი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.
ამჯერად ესპანელი მონარქის პირველი ვიზიტი Retina ECO Awards-ის ცერემონიაზე შედგა, სადაც დედოფალი ლეტიცია ბრწყინავდა შავ კლასიკურ კაბაში. ეს გახლავთ კოქტეილის კაბა „კაროლინა ჰერერას“ კოლექციიდან, რომელიც გამორჩეულია თავისი სილუეტითა და დეკოლტირებული გულით. კაბას ლეტიციამ გრძელი საყურეები და ოქროსფერი სამკაული შეუხამა.
თეთრი კაბა-ხალათი და ვერცხლისფერი ფეხსაცმელი – დედოფალი ლეტიციას მორიგი მოდური გამოსვლა
რაც ეხება მეორე კაბას, ლეტიცია თეთრი ფერის, ყვავილებით დაპრინტული კაბით საკუთარ რეზიდენციაში გამოჩნდა. მან მეუღლესთან ერთად ჩილეს პრეზიდენტს უმასპინძლა. ამჯერად ესპანელმა დედოფალმა აქცენტი ღია ფერის, ულამაზესი პრინტით დატვირთულ კაბაზე გააკეთა, რომელსაც ვარდისფერი და ვერცხლისფერი ხელნაკეთი ორნამენტები ჰქონდა დატანილი.