ახალციხეში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს

.

არსებული ინფორმაციით, დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა. ის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.

მარიამ ხულიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები