LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

64
209531367-1987696268049474-8286070438958654534-n

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითქოვს. საქმე ეხება მის წინააღმდეგ სამხრეთ ისეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის საქმეები აღძრას, რომლის შემდეგ მას გადაადგილება შეუზღუდა.

თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით და ის ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე.

“4 წელია ვიდევნები სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით- 3 ს/ს საქმეზე ვარ ბრალდებული ფორმალურად. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეული სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე.

საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში.

ვითხოვ- საუბარს პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა- ყოველ ჯერზე უარი მივიღე.

ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართაც პროტესტის უკიდურეს ფორმას”,-წერს თამარ მეარაყიშვილი ფეიქბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები