LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ დაპირისპირებაზე – გაუსწორდა თუ არა ფიზიკურად გიგიშა შარაშიძე ვანო მერაბიშვილს

278
Untitled design (1)

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

მომხდარ დაპირისპირებაზე „რუსთავი 2“-თან საუბრობს იმ აფთიაქის თანამშრომელი, რომლის ტერიტორიაზეც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა:

„იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ პიროვნება ვინ იყო, არ ვიცი, რადგან ეს გარე პერიმეტრზე მოხდა. ჩემი კოლეგებიც არ არიან ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება ვანო მერაბიშვილი იყო. იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ არ იციან, ის პიროვნება ვინ იყო. ვერ ადასტურებენ იყო თუ არა მერაბიშვილი“, – აცხადებს აფთიაქის ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილს თავს დაესხნენ. „რუსთავი2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.

„დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან ვანო მერაბიშვილი გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, თავი ვალდებულად ჩავთვალე. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ.

თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g