LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე გამოჩნდება

113
cms-image-000032024-1024x768

ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული, საერთაშორისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა.

წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს.

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა.

ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა. მეორე ეტაპზე კი, ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარმოადგინა.

ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება.

ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე გამოჩნდება. ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები