LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კინოთეატრი საქართველოში, სადაც მდიდრებს და ღარიბებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნებათ

16841
apolo

კინოთეატრი “აპოლო” რესტავრაციის გეგმას ამუშავებს.

“აპოლოს” მფლობელების განცხადებით, კეთდება ორ იარუსიანი კინოს დარბაზი. დაბალშემოსავლიანები მეორე იარუსზე განთავსდებიან, ხოლო მაღალშემოსავლიანები ქვედა იარუსზე და ბარით, რესტორნით, კონცერტით და კაბარეს სტილის სივრცით ისიამოვნებენ.

ორდონანი დარბაზის ასახსნელად, არქიტექტორმა მაგალითად მოიყვანა ლა სკალას შენობა, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი: მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ხალხისთვის.

„პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არ ხვდება. ზედა იარუსი მთლიანად სკამებია. ეს არის დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის,“ – თქვა არქიტექტორმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ და განმარტა, რომ პროექტი საზოგადოების დაყოფას არ ემსახურება. მისივე თქმით, იაფფასიანი და ძვირიანი ბილეთები ნებისმიერ დარბაზშია და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი. ასევე, იქნება შემოსასვლელი ლობი, რომელიც ქალაქს მოემსახურება (სამუშაო სივრცე, კაფე და ა.შ.).

 

 

“აპოლოს“ პრივატიზება პირველად 1992 წელს მოხდა, შემდეგ კი 1998 წელს.

არსებული პროექტი ასე გამოიყურება:

 

მანამდე არსებული პროექტი, რომელიც არქიტექტურის სამსახურში შევიდა და რომელსაც უარი უთხრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები